"30 წელია მესმის დავით გარეჯის პრობლემა და რით ვერ მოაგვარა ეს საკითხი ორმა მეგობარმა ქვეყანამ. ჯერ იყო და იქ სამხედრო პოლიგონი იყო - ჩატარებულმა წვრთნებმა, როგორ დააზიანა ძეგლი; მეგონა დამთავრდა და ახლა ისევ პრობლემები შეიქმნა. ვფიქრობ, რომ დადგა დრო ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდეს"- ასე ეხმიანება კინორეჟისორი გოგი თორაძე დავით გარეჯთან დაკავშირებულ მოვლენებს.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემები დასრულდება იმ სულისკვეთების ფარგლებში, რომელიც არსებობს მოძმე ერებს შორის და იმ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოებში, რაც არის საქართველოსა და აზერბიაჯანს შორის.
"30 წელია მესმის ეს პრობლემა და რით ვერ მოგვარდა ამ ერთი გოჯა მიწის საკითხი ორ მეგობარ ქვეყანას შორის. ჯერ იყო და იქ სამხედრო პოლიგონი იყო და მაშინ ჩატარებულმა წვრნებმა, იცით, როგორ დააზიანა ძეგლი.
"ახლა ისევ დაიწყო პრობლემები და ვფიქრობ, რომ დროა საბოლოოდ მოგვარდეს ეს საკითხი. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ხომ ყველას საქმეა, პირველ რიგში მთავრობის. მაგრამ დღეს რატომღაც ყველაფერი გაუფასურდა, აღარავინი დაგიდევს ღირსების გრძნობას, არადა სამშობლოსთან ერთად ღირსებაც დასაცავი გვაქვს"- განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.