“26 მაისის ღამეს იყო რაღაც, რაზეც ახლა ვეცდები დავწერო…”

“26 მაისის ღამეს იყო რაღაც, რაზეც ახლა ვეცდები დავწერო…”

საქართველოს პარლამენტო ყოფილი დეპუტატის ხათუნა ხოფერიას ვაჟი რეზო ხოფერია სოციალურ ქსელში 2011 წლის 26 მაისის დარბევის ღამეს იხსენებს:

„25 მაისის ღამემ ჩემს ცხოვრებაზე წაუშლელი კვალი დატოვა, მაგრამ ამ ღამეს, იყო კიდევ რაღაც, რაზეც ახლა ვეცდები დავწერო.

ძლიერმა წვიმამ ძალიან შეგვაცოტავა, პოლიეთილენის ბრეზენტის მაგვარი რაღაც გვქონდა რამდენიმე ათეულ კაცს გადაფარებული და ქაშვეთის მხრიდან ბარიკადთან ვიდექით. მეგაფონი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა – „მოგიწოდებთ დაშლისკენ“ – თუ რაღაც მსგავს გაიძახოდნენ და ეგრეთ წოდებული რობოკოპები ჩვენკენ დაიძრნენ. ფარებზე ხელკეტების ბრახუნის ხმა ძვლებს მტკენდა და ის გამაყრუებელი სირენა დღემდე ჩამესმის. რამდენიმე კაცი უფრო ახლოს მივედით ბარიკადებთან და განწირული ყვირილი დავიწყეთ. სრულიად სველი ვიყავი და ვკანკალებდი, მაგრამ სიცივისგან კი არა, აუტანელი შიში მაკანკალებდა. ვიცოდი, რომ საბოლოოდ გავიქცეოდი, მაგრამ ის არ ვიცოდი, რომ უკან დასახევი გზაც ჩახერგილი იყო, ამიტომაც რაღაც, ოდნავ შერჩენილმა ვაჟკაცობამ მიმიყვანა იმ ბარიკადთან და ყვირილი დამაწყებინა. ყველაზე „მურტალი“ ის იყო, რომ ვინც იმ წუთას ჩემს გვერდით იდგა, მათგან არც ერთს არ ვიცნობდი და ეს შიში, მარტოობაში უფრო რთული ასატანი გახდა.

ჩემი ძმის ხმა გავიგონე, „მოდით თქვენი დედა მო…ან, მოდით რისი ტრ…ი გაქვთ“!

გვერდით მედგა, თვალებს ვერ დავუჯერე, ვერ მიმატოვა და ბოლო, ყველაზე საშიშ მომენტში მიპოვნა და გვერდით დამიდგა. მუხლებში ჩავუვარდი, გთხოვ წადი-თქო! სად უნდა წავიდე, დედიკოც აქ არისო და მისკენ თითით მიმანიშნა.

მერე იყო წყლის ჭავლი, გაზი და ბევრი სროლა… ბექას ხელი ჩავკიდე და ისე გავიქეცით, მაგრამ გზაში დავკარგეთ ერთმანეთი. მე ისინი მკვდრები მეგონნენ, მათ მე…“ – წერს ხოფერია.

2011 წლის 26 მაისის ღამეს სააკაშვილის ხელისუფლებამ დედაქალაქის მთავარ მოედანზე მყოფი დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები, სპეციალური დანიშნულების რაზმის ალყაში მოაქცია და გამოხატვის თავისუფლებისთვის დასაჯა. 250 მომიტინგე სცემეს, აწამეს და გაიტაცეს, ემსხვერპლა 4 ადამიანი.

უ ც ხ ო :
მეორე დღეს, ამ ადგილზე, ორდენები დაარიგა სააკაშვილმა!..
ზოგიერთი, მეტად საპატივცემლო ორდენოსნის გვარი მერე გააქრეს საჯარო სიიდან... გასაგები მიზეზის გამო. ზოგმა კი აღიარა: ორდენი გამოვართვი და დავახვიე (sic!) იქიდანო...
5 წლის უკან