“უცნაური რესპონდენტი აღმოჩნდით, ჩხუბის განწყობაზე არ დავმდგარვარ”  (ვიდეო)

“უცნაური რესპონდენტი აღმოჩნდით, ჩხუბის განწყობაზე არ დავმდგარვარ” (ვიდეო)

“დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. პირველად მყავდით ეთერში, მითუმეტეს ამ დოზით და უცნაური რესპონდენტი აღმოჩნდით, ჩხუბის განწყობაზე არ დავმდგარვარ. არ ვიცი რატომ… იმიტომ, რომ პირველად იყავით ჩემი სტუდიის სტუმარი, თუ რა ხდება არ ვიცი”, –ამ სიტყვებით მიმართა ინტერვიუს დასასრულს გადაცემის “რეაქცია”  წამყვანმა ინგა გრიგოლიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელიც მისი ექსკლუზიური გადაცემის სტუმარი პირველად გახლდათ.

პრემიერმა ტელეწამყვანის მიმართვას ასე უპასუხა:  “მე მგონი შინაარსიანი ეთერი იყო”.