ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ, ფოლირაში საცხოვრებელი სახლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
..კაცო, ეს მეორე ბინაზე ლაპარაკობს, თავის საკუთარ ბინაზე, იმ აუდიოჩანაწერში კი გარკვევით ისმის შეკითხვა: “მიშას ბინა რა ნომერია?” მიშას ბინა რა ნომერიაო, – ამას ეკითხება ქეთევანი თავის ზაქარას კი არა და, თეიმურაზს, განა ამბობს, ჩვენი ბინა რა ნომერია, რომელშიც სიამოვნებით იწვევ დას და დისშვილსო.
ესენი ისეთი იდიოტები არიან, რომ ხალხი ჰგონიათ იდიოტი. თუმცა, ნაცსექტაც ამ ხალხის ნაწილია, ოღონდ იდიოტი ნაწილი.
აბა, ამ დუპლეტი სააკაშვილის და მისი “ადამსების ოჯახის” ვისაც სჯერა, ის ნორმალური როგორ იქნება? “ – წერს ბონდო მძინარაშვილი
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ფარული ჩანაწერი, სადაც თემურ ალასანია სააკაშვილს ფლორიდაში, მისთვის ნაყიდი ბინის შესახებ დეტალებს აცნობს. ჩანაწერში საუბარია, ასევე, სანდრა რულოვსზეც, რომელიც თითქოს ბინის გასაღებს ითხოვს, რომლის მიცემის სურვილიც სააკაშვილის ოჯახის წევრებს არ აქვთ.