ჩემთვის, ადამიანურად სამწუხაროა, რომ შავგულიძემ მადლობა გადაუხადა სააკაშვილს

ჩემთვის, ადამიანურად სამწუხაროა, რომ შავგულიძემ მადლობა გადაუხადა სააკაშვილს

“ჩემთვის, ადამიანურად სამწუხაროა, რომ შავგულიძემ მადლობა გადაუხადა სააკაშვილს”– ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატ შალვა შავგულიძის მიერ, ყოფილი პრეზიდენტისთვის მხარდაჭერის საპასუხოდ მადლობის გადახდას.

“ეს ფაქტი, პოლიტიკის მიღმა, ჩემთვის, ადამიანურად არის ნეგატიური ემოციების მომტანი და სამწუხარო ამბავი. როდესაც არჩევნების მეორე ტური იქნება, საზოგადოებისთვისაც სურათი ნათელია, ერთ მხარეს იქნება ჩვენი კანდიდატი, ლადო კახაძე და მეორე მხარეს იქნება სააკაშვილის კანდიდატი ბატონი შავგულიძე” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას.