მსახიობი იუნა შაფათავა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ წერს:
“რა რთულია იყო საქართველოში არა ჭორიკანა ლამარა, არა მაყვალა, არა მაკა, არა ეკა, არა თიკო, არა თაკო და ა.შ და იყო ლამაზი, ჭკვიანი, განათლებული და გქონდეს მიღწევები, გეგმები, ოცნებები, მიზნები და შენი ორბიტა, სადაც ეს ლამრიკო მაყვლიკო მაკუნა ეკუკუნები და მათი ქმარურუკ საყვარლუკები ვერ გწვდებიან და ამიტომ იბოღმებიან და იბერებიან და საძაგლობებს ვერ გასცდებიან…. რა რთულია,იყო მათი პრეზიდენტი და გჯეროდეს შენი ქვეყნის, მათი ყიყინის ფონზე.
მე უბრალოდ მინდა, იცოდეს ჩვენმა უმაგრესმა,ულამაზესმა,უჭკვიანესმა და ბრწყინვალე დიპლომატმა პრეზიდენტმა, რომელიც ემიგრაციაში გათანგული საუკეთესო საამაყო ქართული გენის შთამომავალია და ახდენილი ოცნებაა, მისი დაბრუნება პრეზიდენტის რანგში საქართველოში, რომ საქართველო მხოლოდ ამ დებილკებისგან არ შედგება და ჩვენ ის გვიყვარს და მხარში ვუდგავართ და სულ ვეყოლებით, საუკეთესო საქართველოსთვის.
არ დამეზარება და არ მომბეზრდება სალომე ზურაბიშვილისთვის სიყვარულის ახსნა და პატივისცემის გამოხატვა,უღრმესი მადლობით, იმედის ნაპერწკლისთვის იმიტომ, რომ მჯერა მისი, მისი ინტელექტის, დიპლომატის და ქალის ინტუიციის და ალღოსი, ნიჭის, გამოცდილების და გენეტიკის აღორძინების. და მეამაყება მისი ფრანგული კლასიკური დიპლომატიოს სკოლის დახვეწილი გრძელი წინადადებები ნატიფი პარიზული აქცენტით და არისტოკრატული უბრალოება და ბუნებრიობა.
გქონდეთ ნორმალური ქალების იმედი, ჩვენ იმ კიკიმორა კეკელკებზე ძლიერები ვართ და ყველანაირად დაგეხმარებით სამშობლოს ფეხზე დაყენებაში, რაოდენ რთული არ უნდა იყოს ეს”– წერს იუნა შაფათავა.