კივიან, ყველა ინფორმაცია რუსების ხელში აღმოჩნდებაო – ასეთი იდიოტები როგორ ხართ?!

კივიან, ყველა ინფორმაცია რუსების ხელში აღმოჩნდებაო – ასეთი იდიოტები როგორ ხართ?!

ჟურნალის ბონდო მძინარაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:

“რამდენი (ინფორმაცია) გვაკლია? სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ენერგოსისტემა, ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემა და წყლით მომარაგების სისტემა რუსულ კომპანიებს გადასცა.

ახლა იმ ხელისუფლების კურდღლები თბილისის მერიის უღელზე შეხტნენ და კივიან, ქარშეარინგის, ანუ ელექტრომობილების გაქირავების პროგრამა რუსებმა დაწერეს, ყველა ინფორმაცია რუსების ხელში აღმოჩნდებაო. კაცო, ასეთი იდიოტები როგორ ხართ?!

რუსეთმა დეტალურად იცის, რამდენ დენს, ბუნებრივ აირს და წყალს მოვიხმართ თითოეული ოჯახი, გაანალიზებულიც აქვთ რეგიონების, ქალაქების, სოფლების და უბნების მიხედვით, და ახლა ელექტრომობილების გაქირავება გახდა პრობლემა?!

რაო, მთელი ქვეყანა აპირებს ამ ელექტრომობილების დაქირავებას?!

აზერბაიჯანმა იცის, რამდენ საწვავს და პურს მოვიხმართ! თურქეთმა იცის, რას და რამდენს ვჭამთ!

ამ სამივე ქვეყანას უდიდესი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე და ახლა ელექტრომობილებია პრობლემა?! სათაურად გამოტანილ შეკითხვას კი მხოლოდ ერთსიტყვიანი პასუხი აქვს: ბევრი! პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. “- წერს მძინარაშვილი.