“ახალი პოლიტიკური ტიპები ასჯერ დაფიქრდებიან ვიდრე მათთან რაიმე სახის ალიანსში შევლენ”

“ახალი პოლიტიკური ტიპები ასჯერ დაფიქრდებიან ვიდრე მათთან რაიმე სახის ალიანსში შევლენ”

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე შუალედური არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

“შავგულიძის წაგებით კიდევ უფრო ნათელი გახდება, რომ ნაცები და თუნდაც ნაცყოფილები პოლიტ. კეთროვანები არიან. შესაბამისად ახალი პოლიტიკური ტიპები ასჯერ დაფიქრდებიან ვიდრე მათთან რაიმე სახის ალიანსში შევლენ. დაფიქრდებიან, რადგან კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ მსგავსი ალიანსები მარცხისთვის არის განწირული.

ანუ როცა შავგულიძე წააგებს ეს ერთგვარი სანიტარული ზომა იქნება სრულიად ახალი პოლიტიკური ძალებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად”, – წერს შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში.

მთაწმინდაზე ყველა საარჩევნო უბნის ბიულეტენების დათვლის შედეგად, ლადო კახაძემ ხმათა 41 პროცენტი (6036 ხმა) მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ 36.83 პროცენტი (5422).

მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში, ცენტრალური საარჩევნო კომისია, შუალედური არჩევნების მეორე ტურს 13 ივნისამდე გამართავს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. არჩევნების საბოლოო შედეგების დასათვლელად საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა 30 მაისამდე აქვთ.

საქართველოში მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართა.