“ამას როგორ ვიკადრებ?! – ასეთ კითხვაზე პასუხს ვერასდროს ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ მიიღებს”

“ამას როგორ ვიკადრებ?! – ასეთ კითხვაზე პასუხს ვერასდროს ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ მიიღებს”

ახლა გინდათ, პოზირება დავიწყო და ლადო კარგი ბიჭია- მეთქი? ამას როგორ ვიკადრებ?! ან ჩემი მოსახლის წინაშე ასეთი სიტყვებით როგორ დავიწყებ, ლადო კარგი ბიჭია, ამიტომ მომეცით ხმა- მეთქი. ამას გავაკეთებ?! –  ეს არ არის ჩემი ფორმა, იცოდეთ. ასეთ კითხვაზე პასუხს ვერასდროს ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ მიიღებს. ამას მოსახლე თვითონ გადაწყვეტს”, – ამის შესახებ მთაწმინდაზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” განაცხადა.

“ცხოვრება არის ავანსცენა, ცხოვრება არის კულისი, ცხოვრება არის პარტერი, ცხოვრება არის თეატრს მიღმაც. ყველგან, სადაც ლადო კახაძე იყო, ავანსცენაზე იყო, კულისში, პარტერში თუ თეატრში შეუსვლელი, ის არ შეცვლილა, რამდენი იარლიყივ არ უნდა მიაწებოს ჟურნალისტიკამ და პოლიტიკურმა ველმა, ეს მათთვის მიმინდია ”, – განაცხადა ლადო კახაძემ დიან ტრაპაიძესთვის მიცემულ ინტერვიუში.