რუსთაველის თეატრი მოსკოვში მიემგზავრება

რუსთაველის თეატრი მოსკოვში მიემგზავრება

რუსთაველის თეატრი მოსკოვში მიემგზავრება. 8-9 ივნისს "მოსსოვეტის" სახელობის თეატრის სცენაზე რობერტ სტურუას სპექტაკლი - „ვანო და ნიკო“ გაიმართება. თეატრის დასი მოსკოვში ანტონ ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა მიიწვია.