"სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ. პროკურორებმა რომ იცრუეს სასამართლოზე, იმასაც გავასაჯაროებთ"

ეს არის სამართალი? ეს რა გააკეთეს. ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ- განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული დ.ღ-ს მამამ სასამართლო სხდომის შემდეგ.

არასრულწლოვანი სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნო და 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ეს არის სამართალი? ეს რა გააკეთეს. მაქსიმუმ ველოდით პირობითს, იმიტომ, რომ არასრულწლოვანი იყო მაშინ. ყველას პირობითი აქვს. ყველა ერთმანეთს დაუპირისპირეს. სამაგალითოდ დასაჯეს ამ მთავრობამ , პროკურატურამ, შეაწმინდეს ხელი ბოლომდე. ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ. პროკურორებმა რომ იცრუეს სასამართლოზე, იმასაც გავასაჯაროებთ. გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები. გამოვიდა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გამოვიდნენ კომისიის წევრები, ჩემი შვილი რომ დაიჭირეს, ყველამ თქვა, რომ ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი, ახლა გეკითხებით, სად არის წინგადადგმული ნაბიჯი. ვინ დაიჭირეს, რა გააკეთეს“,- აღნიშნა კახა ღლონტმა.