"იყოს ნუკრობის დღესასწაულიც..."

"იყოს ნუკრობის დღესასწაულიც... ზოგადად მაისი გადავაქციოთ საქართველოში საყოველთაო ზეიმის თვედ" - გოცირიძე მმართველ გუნდს მიმართავს. ოპოზიციონერი დეპუტატი, მმართველი მოქმედი და ყოფილი დეპუტატების ინიციატივებს ეხმაურება.

1 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მოითხოვს, რადგან მისი განცხადებით, მშრომელთა საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში დასვენების დღეა.

კიდევ ერთი დღის უქმედ გამოცხადების ინიციატივა ნუკრი ქანთარიას ეკუთვნის. ქანთარიას ინიციატივით, ასევე დასვენების დღედ უნდა გამოცხადდეს 14 მაისიც და ამ დღეს საქართველოში სამშობლოს დღე უნდა აღინიშნებოდეს.

„თუ ეს ინიციატივა გავიდა, მაშინ მთელი მაისი იქნება ზეიმის და ქეიფის დღესასწაული. 1, 9, 14 მაისი, 16, იყოს ზუსტად ნუკრობის დღესასწაული, ფართო გაგებით, გინდ ბატონ ნუკრის უკავშირდებოდეს, გინდ ნუკრის სახელობის, გინდ ვაჟას შვლის ნუკრის სახელობის, ზოგადად მაისი გადავაქციოთ საქართველოში საყოველთაო ზეიმის თვედ, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და პარტიული გრძნობების გაღვივებას ჩვენს საყვარელ სამშობლოში,“ – რომან გოცირიძემ.