“ბატონო პრეზიდენტო – ჩუმად ბრძანდებოდეთ…”

“ბატონო პრეზიდენტო – ჩუმად ბრძანდებოდეთ…”

ჟურნალისტი, თამარ ჩერგოლეიშვილი facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:

“სააკაშვილი თუ სიჩუმით გამოხატავს მხარდაჭერას და ტროლებს ლუკმებს არ მისცემს, ძალიან, ძალიან დაგვავალებს.

თუ ბიძინას დამარცხება და შავგულიძის მხარდაჭერა გსურთ ბატონო პრეზიდენტო – ჩუმად ბრძანდებოდეთ.

ამას გთხოვდით 2016 წელს, ამას გთხოვდით 2018 წელს. ამას გთხოვთ ახლა – 2019 წელს.

მაგრამ სად შეგიძლიათ თავის კონტროლი, ან ვის სჯერა, რომ შავგულიძის გამარჯვება გსურთ.

P.S. როცა თქვენი გამარჯვება გვსურდა 2008 წელს, ტოქსიკურად მიჩნეული ფიგურები (კახა ბენდუქიძე, გიგა ბოკერია) გაჩუმდნენ.

მათგან მაინც ისწავლეთ!” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

შეგახსნებთ, მიხეილ სააკაშვილმა შალვა შავგულიძეს მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადა.

სოციალისტი რედაქცია, სად ნახეთ ეს სურათი?! ვაიმეე...როგორ ზუსტად გავს, აი იმას... იგი რომაა...იგი! 2008 ში რომ ტოქსიკური იყო თვენი მეუღლე, ახლა იმკურნალა და გამოიყვანა ის ტოქსინები?! )))
4 წლის უკან