“გვაბრალებენ იმას რაც მათი ხელწერა იყო… ცდილობენ გადაფარონ ჩვენი წარმატება”

“გვაბრალებენ იმას რაც მათი ხელწერა იყო… ცდილობენ გადაფარონ ჩვენი წარმატება”

„ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა შტოები ცდილობენ, რამენაირად გადაფარონ ის წარმატება, რასაც “ქართულმა ოცნებამ” მიაღწია. ორი დღეა ჩვენ ვხედავთ რაღაც მესიჯებს, კვლევებს, რომელიც აცდენილია რეალობას. გასაგებია, რომ რაღაცას ამბობენ, მოსყიდვაზე, შანტაჟზე, იმ სიბიბძურეზე რაც იყო მათი ხელწერა, მაგრამ ეს არც ჩვენი ხელწერაა და არც ჩვენი ინტერესი. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არის დაბრალება, რომ ჩრდილი მიაყენონ დემოკრატიის ხარისხს, არჩევნების გამჭვირვალობას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

როგორც  მდინარაძემ განაცხადა, ამ გზით “ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება ცდილობს ავნოს დემოკრატიის ხარისხსა და გამჭვირვალე არჩევნებს.