“რამ გაგაბოროტათ და რა გჭირთ? – დაივიწყეთ ეს გამონათქვამი: “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ”

“რამ გაგაბოროტათ და რა გჭირთ? – დაივიწყეთ ეს გამონათქვამი: “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ”

მსახიობი თემურ გვალია იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ქართულ ენაზე საუბარს აკრიტიკებენ და აქილიკებენ:

 “ამ ბოლო პერიოდში ხშირად ვხვდები “მეგობრების” პოსტებს სალომე ზურაბიშვილის შესახებ, სადაც წერენ თუ რა ცუდი ქართულით საუბრობს თურმე პრეზიდენტიო და ღლიცინებენ. იცით რას გეტყვით მეგობრებო? მეზობელი მყავდა მუნჯი. ერთი სიტყვა არ ჰქონდა ნათქვამი არც ქართულად და არც სხვა რომელიმე ენაზე, მაგრამ ყველაზე მაგარი მეზობელი და მეგობარი იყო. ასევე მყავდა ფილოლოგი ცოლ-ქმარი მეზობელი, რომლებიც ლამისაა სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონით საუბრობდნენ, მაგრამ სამეზობლოს ვერცერთი ოჯახი ვერ იტანდა. ქმრისთვის “პანჩურიც” მაქვს ამორტყმული უკანალში, ისე მომიშალა ნერვები.

ხოდა იმისი თქმა მინდა, რომ ის რომ ქალბატონი სალომე, რომელიც უამრავი წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა და ქართულად მთლად გამართულად ვერ საუბრობს, ეს კი არაა მთავარი, არამედ რას აკეთებს ქვეყნისთვის და რის გაკეთებას აპირებს. თქვენ რომ ლაპარაკობთ გამართული ქართულით, ხომ ააშენეთ სოფელი. ზოგიერთი საერთოდ, რომ არ საუბრობდეთ უკეთესი იქნება, იმდენ “სლეობას” ისვრით პირიდან. მეტი ვერაფერი მოუძებნეთ და არ იცით რითი დაიმშვიდოთ ნერვები ხომ?

აი მე, ძალიანაც მომწონს ჩვენი პრეზიდენტი და ვისაც არ გსიამოვნებთ, როგორც მოსვლით გამახარეთ, ისე წასვლითაც თუ გამახარებთ აჯობებს. რამ გაგაბოროტათ და რა გჭირთ?

არავინ თქვენ არ მოგწონთ, არაფერი თქვენ არ მოგწონთ..

დაივიწყეთ ეს გამონათქვამი: “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ”…

ვერ მიხვდით ამ 25 წლის განმავლობაში, რომ არც ისეთი კარგები ვართ? ერთმანეთს ვჭამთ, ვსვამთ და ვინელებთ!

ყველას გვაქვს რაღაცა ხარვეზი და იდეალური არავინ ვართ!

მთელი ცხოვრება თითქმის უცხოეთში ცხოვრობდა და კიდევ კარგად ლაპარაკობს.

რაც მოგწონთ თუ არ მოგწონთ პრეზიდენტის საქციელიდან, იმაზე რომ ისაუბროთ აჯობებს ჩემი აზრით…

ამდენი ლოგოპედი თუ ჰყავდა საქართველოს, ნამდვილად არ ვიცოდი.

სააკაშვილი რომ სხლავდა ქართულს, იმიტომ ვცხოვრობდით 9 წლის განმავლობაში სამოთხეში რა!

ადამიანი საქმით ფასდება და არა ლაპარაკით!”, – წერს გვალია სოციალურ ქსელში “ფეისბუქი”

სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო განცხადება, როდესაც იგი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

ჩემზე ყველაფერს ამბობენ და იგონებენ. საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე. მგონი, ჩემ გარდა, არც ერთ საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, არც მოლაპარაკებებზე და არც შეხვედრებზე ქართულად არ ულაპარაკიათ. შეიძლება, შეცდომით ვსაუბრობ ხოლმე, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი და ჩემი შვილების ქართული უშეცდომოა, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.

სოციალისტი სააკაშვილი რომ სხლავდა ქართულს, იმიტომ მოიტყვანა გაზაფხული?! )))
4 წლის უკან