"შავგულიძის გამარჯვება "ოცნებისთვის" დარტყმა იქნება "

"შავგულიძის გამარჯვება, რა თქმა უნდა, ნიშნავს "ევროპული საქართველოს" რეანიმაციას ქართულ პოლიტიკაში და "ქართული ოცნებისთვის" იქნება დარტყმა"- აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მთაწმინდაზე მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, როგორც გარკვეულ ოპოზიციურ წრეებში აცხადებენ, ამ არჩევნებიდან ორი რამე გაირკვევა, თუ შავგულიძე მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებს მოიგებს, იქნება სიგნალი, რომ ბიძინა ივანიშვილი სუსტდება, მეორე ის, რომ "ევროპული საქართველო" პოზიციებს იმყარებს.

"ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილს არ მოუგია, ბიძინამ ეს არჩევნები იყიდა. საარჩევნო სურათიდან ჩანს, რომ გარდა მთაწმინდისა, სხვაგან ყველგან იყო რესურსების არჩევნები.

"რა თქმა უნდა, შავგულიძის გამარჯვება ნიშნავს "ევროპული საქართველოს" რეაბილიტაციას ქართულ პოლიტიკაში და "ქართული ოცნებისთვის" იქნება დარტყმა.

"არა მგონია, რომ "ევროპულ საქართველოს" ძალაუფლების პრეტენზია ჰქონდეს, თუმცა დინამიკა მიდის იქითკენ, რომ გაძლიერდებიან. გასაყოფი ელექტორატი უკვე გაყოფილია "ნაციონალებთან".

"რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", რაც არ უნდა დისკუსიები იყოს შიგნით, არაფერი შეიცვლება, არც ნიკა მელიას წასვლა შეცვლის რაიმეს. სააკაშვილი იგივეა "ნაციონალური მოძრაობისთვის", რაც ივანიშვილი "ოცნებისთვის", ორივენი მონოპოლისტები არიან"- განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.

 

 

სოციალისტი ხუხა შენ რამდენმა ვოლტმა დაგარტყა მაშინ როცა ბიძინამ კარისკენ მიგითითა?!
4 წლის უკან