"მადლობა გამოცდების გაუქმებისთვის"

მე-12 კლასელებს წელს გასული წლისგან განსხვავებით, საატესტატო გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, თუმცა, ერთიანი ეროვნული გამოცდები კი ელოდებათ.

ბოლო ზარის პერანგზე ტრადიციულად, სხვადასხვა ნახატებს თუ სიმბოლოებს გამოსახავენ. ერთ-ერთმა მოსწავლემ კი, პერანგზე საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძის პორტრეტი დაიხატა წარწერით - მადლობა გამოცდების გაუქმებისთვის.

მე-12 კლასელებისთვის წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები აღარ ჩატარდა. გაუქმების შესახებ 1-ელ თებერვალს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოსაშვები გამოცდები მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდა, ხოლო მე-12 კლასელებისთვის წელს გამოცდების შენარჩუნება იგეგმებოდა.