თავს გავიგუდავ

თავს გავიგუდავ

ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს, რა თქმა უნდა, არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს, - ამის შესახებ "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს, რა თქმა უნდა, არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს! ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! განსაკუთრებით, მამები და განსაკუთრებით გოგოებს! ბიჭებსაც, რა თქმა უნდა. ორივე მყავს პრეთინეიჯერულ ასაკში და უკვე ბევრს ვმსჯელობთ ოჯახის და სექსუალობის თემებზე. განვიცდი უხერხულობას - დიახ. ვიშმუშნები და ზოგიერთ შეკითხვას ვერ ვპასუხობ - დიახ. რატომ? იმიტომ, რომ სექსუალური განათლება არ მიმიღია და დაწყობილად არავისთან მილაპარაკია ამ თემებზე. სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს ჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!", - წერს გვარამია.

სოციალისტი ფუი ეშმაკს!
4 წლის უკან
Maverick სჯობებს თავიდან იმოქმედო, ჯერ გაიგუდო, მერე ასწავლო, ოღონდ კრიახი არა!
4 წლის უკან