სამშობლოსადმი დამოკიდებულება ფერმკრთალდება, ამიტომ 14 მაისს

სამშობლოსადმი დამოკიდებულება ფერმკრთალდება, ამიტომ 14 მაისს "სამშობლოს დღე" უნდა ეწოდოს და დავისვენოთ

"სამშობლოსადმი და ისტორიისადმი დამოკიდებულება დღითიდღე ფერმკრთალდება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საჭიროა 14 მაისის უქმე დღედ გამოცხადება, რასაც თამარ მეფის ხესენების დღეს ვუკავშირებთ. მაშინ, როცა საქართველო ყველაზე უფრო წარმატებული იყო.

ადამიანი, რომლისთვისაც სამშობლოს ცნება უცხოა, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას გააქილიკებს და ფარისევლობად შეაფასებს“, - განაცხადა “2020NEWS“-თან “ქართული ოცნების" დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ. იგი ავტორია ინიციატივის, რომლის მიხედვით, 14 მაისს, რომელსაც "სამშობლოს დღე“ უნდა ეწოდოს, დასვენების დღედ გამოცხადდეს.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა 17 მაისის "ოჯახის სიწმინდის“ დღის უქმე დღედ გამოცხადება, ქანთარია ამბობს, რომ არა, რადგან მაისში დასვენების დღეები საკმარისად არის გამოცხადებული.

"საკმარისია დასვენების დღეები. ასე, რომ ამაზე მეტ დასვენებაზე არ ავალთ. დასვენების კუთხით, სხვა ქვეყანებთან შედარებით, საქართველოში ნორმალური მდომარეობაა, ზოგ ქვეყანაში ჩვენზე ცოტა დღეც კი ისვენებენ.

სხვა დღის დასვენების დღედ გამოცხადებას პირადად არ ვაპირებ, მაგრამ 14 მაისის დასვენების დღედ გამოცხადება კარგი იქნება, რადგან 12 მაისს არის “ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა“ და 14 იქნება "სამშობლოს დღე“, 26 მაისი კი დამოუკდებლობის დღე. ე.ი. ეს კვირეული გარკვეული კონსოლიდაციის და ქვეყნის შესახებ დაფიქრების იქნება“, - განაცახდა ქანთარიამ.