საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე ოთხ ფეხბურთელს პატიმრობა, შვიდს კი გირაო შეეფარდა

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე ოთხ ფეხბურთელს პატიმრობა, შვიდს კი გირაო შეეფარდა

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული 11  ფეხბურთელიდან, სასამართლომ ოთხ მათგანს პატიმრობა, დანარჩენს კი გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.

სუს-მა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. დაკავებულ სპორტსმენებს ბრალი ოფიციალურად 21 მაისს წაუყენეს.

გამოძიების ინფორმაციით,  დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. შედეგად კი სუს-ის ინგორმაციით,  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.