"დავდებთ იმ შედეგს, რაც პირველ რიგში, სჭირდება მთაწმინდას, მთაწმინდელებს და "ქართულ ოცნებას“

ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჩვენ დავდებთ იმ შედეგს, რაც პირველ რიგში, სჭირდება მთაწმინდას, მთაწმინდელებს და „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტურში აქტივობა აუცილებლად იქნება გასაზრდელი.

"ჩვენ მთაწმინდაზე პირველივე ტურში გავიმარჯვეთ და ასევე, მეორე ტურშიც ჩვენი კანდიდატი პირველ ადგილზე უნდა გავიდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩვენ დავდებთ იმ შედეგს, რომელიც პირველ რიგში, სჭირდება მთაწმინდას, მთაწმინდელებს და პარტია ”ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება დაბალ აქტივობას, ის შუალედურ არჩევნებს ახასიათებს და ეს ჩვეულებრივი მომენტია. გარდა ამისა, ძირითადი აქცენტები იყო სამეგრელოზე, ზუგდიდზე, შესაბამისად, იქ ძალიან მაღალი აქტივობაც იყო და შედეგიც დაიდო. ამიტომ, მთაწმინდაზე, მეორე ტურის არჩევნებზე აქტივობა აუცილებლად იქნება გასაზრდელი და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში გავიმარჯვებთ“ , – განაცხადა კახა კალაძემ.