ეს უკვე კლინიკაა

ეს უკვე კლინიკაა

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  კობა ნაყოფია “2020NEWS“ -თან “ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის განცხადებას, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას ციხეში ჩასმით ემუქრება, სასაცილოს უწოდებს და ამბობს, რომ პარტიის ლიდერი ქართველ ხალხს საკუთარი ნების გამოხატვის უფლებას ვერასდროს წაართმევს.

"ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უბრალოდ სასაცილოა. ქალბატონი სანდრას მიერ დაანონსდა მშვიდობიანი აქციები, რომელის გამართვის უფლება საქართველოში ჯერ არავის აუკრძალავს. ამ შემთხევაში, ბატონი ღარიბაშვილი რას იძახის, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, რადგან ეს აქციები არის ჩვეულებრივი პორტესტის გამოხატულება.

"ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში გააუქმა ცნება, რასაც ჰქვია არჩევნები, რადგან ის ჩვენთან უბრალოდ არ ტარდება. ჩვენ ვიხილეთ 2013 წლის  არჩევნები, თუ როგორ ჩატარდა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან როგორი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე, ვიხილეთ, 2019 წლის არჩევნები, რომელიც აბსოლუტურად აცდენილი იყო ყოველგვარ საარჩვენო გარემოსთან, რადგან ამომრჩეველებზე მიმდინარეობდა ძალადობა, მუქარა და სხავადასხვა მანიპულაცია. ასეთ ფონზე, სჯობს ღარიბაშვილმა ყურადღება მიქციოს იმას, თუ როგორ ატარებს "ქართული ოცნება“ არჩევნებს.

თუ ღარიბაშვილმა ადამიანებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ნება აუკრძალა, ეს უკვე კლინიკაა. საქართველოს კონსტიტუციაზე და ხალხის ნებაზე მაღლა ამ ქვეყანაში არავინ დგას. ვერც ირაკლი ღარიბაშვილი და ვერც ვერავინ,  საკუთარი ნების გამოხატვის უფელბას ქართველ ერს ვერასდროს წაართმევს“,- განაცხადა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს, რომლებიც აქციებს ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან აანონსებენ, ციხეში ჩასმით დაემუქრა.