კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს, შავგულიძისნაირი კი პარლამენტში ბევრია

კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს, შავგულიძისნაირი კი პარლამენტში ბევრია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთაწმინდის ოლქში მეორე ტურის დანიშვნის მიზეზს დაბალ აქტივობას უკავშირებს.

კობახიძემ გადაცემაში „პირისპირ“ თქვა, რომ მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანი მერის არჩევნებია, ხოლო როდესაც საქმე ეხება 1 მაჟორიტარის არჩევას პარლამენტში, გასაკვირი არ არის, რომ აქტივობა ნაკლები იყო.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ლადო კახაძე გაიმარჯვებს, რადგან ის პარლამენტს გაამდიდრებს. შალვა შავგულიძისნაირი კი, კობახიძის აზრით, პარლამენტში ბევრია.

19 მაისის შუალედური არჩევნების შედეგებით მთაწმინდის ოლქში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი გუნდის კანდიდატი ლადო კახაძე (41,01%) და „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე (36,84%) დაუპირისპირდებიან. მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე ჩატარდება.

 

  

გრიგორი ნეტავ რით გაამდიდრებს პარლამენტს კახაძე?! ერთად ერთი სხვადასხვა პარტიებში გადახტომების სტაჟით ალბათ !
4 წლის უკან