ეს არის ამ მთავრობის უსუსურობა

ეს არის ამ მთავრობის უსუსურობა

"ჩვენი მთავრობის უსუსურობა ის არის, რომ რატომ გარბის ლარი ან რატომ მყარდება, ზუსტ პასუხს ვერასოდეს იძლევა“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ლარის კურსის გაუფასურების თემაზე განაცხადა.

"ამ ქვეყანაში თუ კიდევ დარჩა ისეთი ოპტიმისტი ადამიანი, რომელსაც მთავრობის განცხადებების სჯერა, შეუძლია მოუსმინოს ფინანსთა მინისტრს და იყოს დამშვიდებული, დაწყნარებული.

ჩვენი მთავრობის უსუსურობა ზუსტად ის არის, რომ ზუსტ პასუხს, რატომ გარბის ლარი ან რატომ მყარდება, ვერასოდეს ვერ იძლევა. დუმს ეროვნული ბანკი, დუმს ხელისუფლება და იძახიან მარტო, რომ არაფერი გაძვირდებაო. რეალურად, ტურიზმის სეზონი არის პიკში, ტურისტების შემოსვლა იყო უზარმაზარი და აქედან გამომდინარე, დოლარის შემოდინება დიდი იყო.

როდესაც თურქულ ლირას და რუსულ რუბლს ედრებიან ხოლმე, შესაბამისად, მერე იქ რომ რაღაც გამყარებას იწყებს, სამწუხაროდ, ჩვენთან არასოდეს არ მყარდება“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კი განაცხადა, რომ ლარის კურსის ცვლილება თურქეთში ლირის გაუფასურებას უკავშირდება.

ამასთან, მისი თქმით, ლარის გაუფასურების მიუხედავად, ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ზღვარის ფარგლებში იქნება.

tngh საინტერესოა, რა პარამეტრებით და ღირებულებებით მოხვდა ეს კაცი ჯერ "ოცნებაში", და შემდეგ პარლამენტში. "ოცნების" პარტიულო "ბოსებო"... მეტი დაკვირვება გმმართებთ. ჭიჭინაძე-ფოფხაძის "ბლუყუნა" დუეტი... სამარცხვინოა. თვითონაც არ იციან, რა უნდათ, და ისე მიედ-მოედებიან ყველა საკითხს, თითქოს ყველაფრის მცოდნეები იყვნენ. მატი ადგილი "ხუხავიზიაშია"...
4 წლის უკან