„უნიათობის

„უნიათობის" და „ქვეყანა გაჩერებულიას" ე.წ. მესიჯმა არ გაჭრა, "ქართულმა ოცნებამ" მოიგო

არჩევნები რეიტინგის ყველაზე კარგი საზომია, თუ CRRC 40%-ით ცდება, აქ 0%-იანი ცდომილებაა. შედეგები კი - 72% , 93% 69% 78% 54% იყო“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ტოქშოუ „არჩევანში“.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია იყო, საერთო მესიჯებით ესაუბრათ „ქართული ოცნების“ ქმედებებზე. მთავარი მესიჯი იყო, რომ „ქართული ოცნება“ არის უნიათო და რომ ქვეყანა გაჩერებულია. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს რეალობა იყო თუ არა. თუმცა, ამ მესიჯებმა არ გაჭრა, რადგან საზოგადოების ნაწილმა არ დაიჯერა, სხვა ნაწილმა დაიჯერა, მაგრამ მათთვის ეს ბოროტებასთან არ ასოცირდა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო როგორც 2016 წლის საპარლამენტო, ისე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები. მისი თქმით, მესიჯები გადაფარა იმ განწყობამაც, რომ მმართველი გუნდი არჩიეს იმ ძალას, რომელიც იდენტიფიცირებული იყო ძალადობასთან.

„2016 წლის შემდეგ მესიჯბოქსი შეიცვალა თქვენი მხრიდან, „უნიათომ“ რომ არ გაჭრა და დიდმა ნაწილმა არ დაიჯერა არც უნიათობა და არც ის, რომ ქვეყანა გაჩერებულია, დასხდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, იდეოლოგები, სხვადასხვა განშტოების ლიდერები და თქვეს, ეს არ ჭრის და მოდი, ახალი მოვიფიქროთ. მავნებელი - ასე უნდა დავაიდენტიფიციროთ „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში და წამოვიდა ბიზნესზე ზეწოლა, ვითომ ოქუაშვილის ქეისი, ხაზარაძის ქეისი, სარალიძის საქმე ლამის გირგვლიანის საქმესთან გააიგივეს, მაშინ, როცა ბავშვებში უბედურება მოხდა. იქ შეცდომებიც იყო გამოძიების მხრიდან დაშვებული, რაც ჩვენ დასკვნაში ჩავწერეთ. ეს საქმე, სადაც პროკურატურის პოზიციას არ დაემთხვა სასამართლოს პოზიცია და დემოკრატიის რამხელა ხარისხზე მეტყველებს ეს ყველაფერი, ლამის გირგვლიანის საქმეს გაუთანაბრეთ. ერთი პერიოდი იმასაც ამტკიცებდით, რომ ქუჩაში სუბელიანის ბანდები დათარეშობდნენ. ახლა რადგან „უნიათობისა“ და „ქვეყანა გაჩერებულიას“ ამ რბილმა ე.წ. მესიჯმა არ გაჭრა, წამოვიდა, რომ „ქართული ოცნება“ მავნებელი და ბოროტია, რათა სხვა, ცუდ რაღაცებთან მოხდეს იდენტიფიცირება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხელისუფლების რეიტინგის ცვლილებასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შეუძლებელია „ქართული ოცნების“ 2012 წლის რეიტინგი 2016 წელსაც იგივე ყოფილიყო.

„თუმცა, მთავარი კითხვა უნდა იყოს, რამდენი პროცენტით იყო ცვლილება. NDI-ს კვლევაში დიდი ცდომილებები იყო 2016 წლის რეიტინგის წარდგენისას. 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 17% და მაშინ 49% მივიღეთ. ასევე იყო 2017 წელს - აცდენები იყო ხან 10, ხან 20, ხან კი 30%-ით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.