გაფრთხილებთ, ხალხი არ გამოიყვანოთ წყობიდან, თორემ თქვენთვის სასიკეთოდ არაფერი მოხდება!

გაფრთხილებთ, ხალხი არ გამოიყვანოთ წყობიდან, თორემ თქვენთვის სასიკეთოდ არაფერი მოხდება!

მსახიობ თემურ გვალიას წერილი სოციალურ ქსელში:

“ქალბატონო და ბატონო “ნაციონალური მოძრაობის” ეგრედწოდებულო ლიდერებო!

როდესაც ხმამაღლა აანონსებთ რევოლუციას და ემუქრებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, ემუქრებით  საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობას და როდესაც

ძალით გვატენით თქვენს უნამუსო თავს, არ დაგავიწყდეთ ამ დროს ხალხი! ხალხი, რომელიც თქვენზე გაბრაზებულია და რომელსაც ბოდიშიც კი არ მოუხადეთ თქვენს მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის! (რა გაქვთ გაკეთებული აქ აღარ ჩამოვთვლი)!

და თქვენ როგორ გესახებათ თქვენს მიერ დაანონსებული რევოლუცია? დაიძრებით ზუგდიდიდან და ხალხი ისევ ვარდებით ხელში შეგხვდებათ გზადაგზა, როგორც ეს 2003 წელს მოხდა? არა ბატონებო! გაფრთხილებთ, ხალხი არ გამოიყვანოთ წყობიდან, თორემ მერწმუნეთ, თქვენთვის სასიკეთოდ არაფერი მოხდება!

ეს ხალხი უყურებს თქვენს ქმედებებს, თქვენს დაუოკებელ სურვილს, ისევ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში და ისევ დაიწყოს დაჭერები, დაშანტაჟება, მკვლელობები, ტერორი.

ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს!

ახლა იტყვით ხალხის სახელით რატომ ლაპარაკობო… მე კი თქვენ გიტრიალებთ კითხვას: თქვენ რატომ ლაპარაკობთ ვითომ ხალხის სახელით? ვერ ხედავთ როგორი განწყობა აქვს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხალხს თქვენს მიმართ? მაგრამ არა! თქვენ მაინც გვატენით ძალით თქვენს თავს, გვინდა თუ არა…

ხოდა ნუ გამოიყვანთ იმ თქვენს მიერ დაჩაგრულ და  გაუბედურებულ ხალხს გარეთ, თორემ პოლიტიკაზეც და მაგ დანაშაულებრივ მოწოდებებზეც, (რომელზეც ეს ხელისუფლება ყურს არ იბერტყავს და ბავშვივით ყველაფერი “გაგდით”) პასუხს საქართველოს მოსახლეობა გაგცემთ!

ერთმანეთს ნუ აგიჟებთ მარტო, რომ რჩებით და ნირვანაში ნუ ვარდებით. გაანებეთ თავი ილუზიებს და დაბრუნდით რეალობაში!  იბრძოლეთ კი ბატონო, ოღონდ წესების დაცვით და არა ცილისწამებით, მუქარით, დაშანტაჟებით, მოსყიდვით, კანონდარღვევით, ტერორით. ეს ქვეყანა “ოქტაგონი” არაა!  თქვენც ამ ქვეყნის შვილები ხართ…. მართალია გზასაცდენილი, მაგრამ მაინც ამ ქვეყნის შვილები.

იმის ერთი ადგილიც არ გქონდათ არასოდეს, რომ გამოსულიყავით ერთად, დამდგარიყავით და ქვეყნისთვის ბოდიში მოგეხადათ. ეს რომ ადრე გაგეკეთებინათ, ხალხის გულს ბოლომდე თუ არა, ოდნავ მაინც მოიგებდით. მაგრამ თქვენ პირიქით იქცევით. ამართლებთ თქვენს მიერ ჩადენილ 9 წლიან ქმედებებს და კიდევ მუქარით და ტერორით ცდილობთ ხელისუფლებაში მოსვლას. არადა ქართველი ყოველთვის მიმტევებელი იყო. დრო ყველაფრის მკურნალიაო და ხალხიც რაღაცნაირად, ბოლომდე თუ არა, ნაწილობრივ მაინც გაპატიებდათ თქვენს მიერ ჩადენილ დანაშაულებებს.

ამ მთავრობასაც მინდა მივმართო, როგორც რიგითმა მოქალაქემ: ნუ ცდით ხალხის მოთმინებას! კანონმა იკანონოს ყველასათვის ერთნაირად! კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს! არ შეიძლება შერჩევითი სამართალი. მოხვედით ხალხთან ერთად და კეთილი ინებეთ ხალხს ემსახურეთ და არა რომელიმე სხვა ქვეყანას თუ პარტიას! იმას რასაც მე არასოდეს მაპატიებთ, ნუ პატიობთ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს თუ მხარდამჭერებს! ასეთ რამე-რუმეებზე ხალხი ძალიანაა განაწყენებული.

კანონი ყველასათვის ერთი უნდა იყოს!  კურსი საითკენაც გინდათ იქით აიღეთ, ოღონდ ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.  გაამკაცრეთ კანონი ცილისწამებაზე, მუქარის და ტერორის შემცველ მოწოდებზე და ა.შ. თქვენ ძალიან კარგად იცით რაც უნდა გააკეთოთ.

ახლა იტყვით რომ აბალანსებთ ასეთი ქცევით სიტუაციას, მაგრამ მე გეტყვით: ქვეყანა სადაც კანონი არ კანონობს, ის ქვეყანა არ არის და ვერც გახდება ვერასოდეს!

ენის თლიფინით საუბარს შეეშვით ტერორისტებთან და ქვეყნის მტრებთან და კანონებს ეცით პატივი! მოუსმინეთ ხალხს!!”– წერს თემო გვალია.

 

amo აგაშენა ღმერთმა
4 წლის უკან