ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნება” შესაძლოა მეოთხე ვადითაც დარჩეს ხელისუფლებაში

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნება” შესაძლოა მეოთხე ვადითაც დარჩეს ხელისუფლებაში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “ქართული ოცნება” შესაძლოა სამი ან ოთხი ვადითაც იყოს ქვეყნის მმართველი და ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას, ვინაიდან ამის მაგალითები ევროპულ ქვეყნებშიც არის, მაგალითად გერმანიაში, სადაც ანგელა მერკელი უკვე მე-4 ვადით მართავს ქვეყანას. ირაკლი კობახიძემ ასევე გაიხსენა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება, რომელიც სამი ვადით იყო არჩეული.

“ზოგადად, დემოკრატიულ სისტემაში ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ სამი ან ოთხი ვადით მართავენ ქვეყანას, ამის მაგალითია გერმანია, ანგელა მერკელი მეოთხე ვადაა მართავს ქვეყანას. ეს საპარლამენტო სისტემის ქვეყნებისთვის ეს დამახასიათებელია. არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტია სამი ვადით მოვიდეს ხელისუფლებაში და ეს არ იქნება პირველად საქართველოში”– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.