საპარლამენტო კვირა დაიწყება, მელია ჩვეული ენერგიით გამოჩნდება და არ მოგაწყენთ

საპარლამენტო კვირა დაიწყება, მელია ჩვეული ენერგიით გამოჩნდება და არ მოგაწყენთ

საპარლამენტო კვირა დაიწყება, ნიკა მელია თავისი ჩვეული ენერგიით გამოჩნდება და პარლამენტში არ მოგაწყენთ - ეს განცხადება რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძე იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც ენმ-ში აზრთა სხვადასხვაობას და დაპირისპირებას ეხება.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნება“ არ არის, სადაც საკმარისია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ განსხვავებული აზრი თქვა, რომ მომენტალურად განადგურებელი ხარ.

„ეს ასე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს მოუვიდათ. პარტიიდან ლიდერები გაყარეს და არა – წევრები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი წონადი პოლიტიკოსია, თავიანთი წარსულითა და დიდი გამოცდილებით. შეიძლება, ბევრს განსხვავებული აზრი ჰქონდეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი, ყოველთვის აზრთა ჭიდილია. განსხვავებული აზრის ქონა ბუნებრივი მოვლენაა. პარტიაში განსხვავებული აზრი ყოველთვის იქნება, რაც დემოკრატიული პროცესია.

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნება“ არ არის, სადაც განსხვავებული აზრის გამო პარტიის წევრებს ანადგურებენ. საპარლამენტო კვირა დაიწყება, ნიკა მელია თავისი ჩვეული ენერგიით გამოჩნდება და პარლამენტში არ მოგაწყენთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.