"დეპუტატებიდან დაწყებული მთავრობით დამთავრებული, ყველა ყაზარმებში ზის“

პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “2020 NEWS“-თან აცხადებს,  რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება იმიტომ იზრდება, რომ ქვეყანაში რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, რაზეც პასუხისმგებლობის მეტი წილი, სწორედ, ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

"მიხეილ სააკაშვილის ქმედებების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება წარსულში დარჩა. ბიძინა ივანიშვილი აწმყოა. შესაბამისად, ყოველდღიურ სოციალურ ყოფაში ადამიანები ნეგატივს ივანიშვილისკენ ამისამართებენ. დღეს, პარლამენტის დეპუტატებიდან დაწყებული, მთავრობით დამთავრებული, რომელთა დიდი ნაწილი ყაზარმებში ზის, თავს ვალდებულად არ მიიჩნევს, რომ საკუთარი პოლიტიკური გუნდის ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღონ. ამიტომ, ხალხის ყველა უარყოფითი ისარი ბიძინა ივანიშვილისკენ მიდის“,- განაცახდა ხათუნა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, NDI-ის კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ნეგატიურად გამოკითხულთა 39% აფასებს, მიხეილ სააკაშვილს კი 32%.

thrgg@yahoo.com NDI-მ თუ თქვაააა.......
ისე მაგათი...
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com NDI-მ თუ თქვაააა.......
ისე მაგათი...
4 წლის უკან