"ის, რომ შალვა თოჯინაა ვინმეს ხელში, უბრალოდ ღვარძლიანი ტყუილია"

ის, რომ შალვა თოჯინაა ვინმეს ხელში, უბრალოდ ღვარძლიანი ტყუილია, - ასე პასუხობს “ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვიდეომიმართავს.

როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, იგი სთავაზობს “გირჩის“ ლიდერს შეხვედრას და სხვადასხვა საკითხების განხილვას.

“მოვისმინე შენი პასუხი, ოღონდ ვის პასუხობდი ვერ მივხვდი. ჩვენ არანაირი განცხადება გირჩთან დაკავშირებით არ გაგვიკეთებია. ფბ მოგეხსენება თავისუფალი სივრცეა და ვისაც რა სურს იმას ამბობს, იქნება ეს ევროპული საქართველოს თუ გირჩის მომხრე.

მოვისმინე შენგან ბევრი უსამართლო ბრალდება, მაგრამ მთავარში გეთანხმები - თუ გინდა ვინმე მიიმხრო, მას უნდა ესაუბრო.

შალვა შავგულიძის ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ. ის თავისას გეტყვით (ის რომ შალვა თოჯინაა ვინმეს ხელში უბრალოდ ღვარძლიანი ტყუილია. თუ რამე აქვს ამ კაცს - ვერავინ თავს ვერაფერს მოახვევს). მოკლედ, მე შევხვდეთ და ვისაუბროთ ყველა საჭირბოროტო თემაზე. მგონი უკვე დროა“, - წერს უგულავამ.

შეგახსენებთ, დღეს “გირჩის“  ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ევროპულ საქართველოს უნდობლობა გამოუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, შალვა შავგულიძე “ევროპული საქართველოს“ ხელში  “ფასადზე გამოდგმული თოჯინა“ არის.

ცნობისთვის, 19 მაისს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდა, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41% მოიპოვა, ხოლო “ევროპული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 36,86% მიიღო,  ამ ორი კანდიდატიდან  ვერცერთმა ვერ გადალახა 50 პროცენტიანი ბარიერი ამიტომაც ამ ოლქში მეორე ტური დაინიშნა.

amo ეს ორი ტიტანი . . .
4 წლის უკან
სოციალისტი ამას რაღა აქვს სალაპარაკო, როგორ არ რცხვენია?!
4 წლის უკან