გამიჩნდა აზრი, რომ მელია ჭკუაში ჩაჯდა და რეალურად უყურებს პროცესებს

გამიჩნდა აზრი, რომ მელია ჭკუაში ჩაჯდა და რეალურად უყურებს პროცესებს

გამიჩნდა განცდა, რომ ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლეობის დეპუტატი, ნუკრი ქანთარია, ნიკა მელიას განცხადებას, რომლიც მიხედვითაც პარტიაში გადაწყვეტილების მიღება გუნდთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს და არა ინდივიდუალურად.

“გამიჩნდა აზრი, რომ მელია ჭკუაში ჩაჯდა და რეალურად უყურებს პროცესებს. დანარჩენები, ალბათ ისევ ფლორიდიდან ელოდებიან გარკვეულ ბრძანებებს, აქ კი ვიღაც ფიქრობს, ის კაცი ფლორიდაში ირუჯება, მე აქ კანონი უნდა დავარღვიო, ციხეში მოვხვდე, თავი გავიტეხო, ეგ როგორ არისო. მგონია, რომ საღი აზრი იმარჯვებს”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.