"მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილი არის ზღაპარი“

"მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილი არის ზღაპარი“, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე NDI-ის კვლევის შედეგებს, ქართველი პოლიტიკოსების რეიტინგებთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე დასძენს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რღვევის პირას არის უკვე.

“რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგებს, მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილი უკვე არის ზღაპარი. ეს ძალიან კარგად იხილეთ ამ არჩევნებში. პასუხი გაეცა მას ამ არჩევნებზე ძალიან მკაფიოდ. მისი მეუღლე იღებდა ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას და დაფიქსირდა მოსახლეობის განწყობა „ნაციონალური მოძრაობის“, სააკაშვილის მიმართ და სხვანაირად შეუძლებელიც არის. ვხედავთ, რომ რღვევის პირას არის უკვე ეს პარტია და მათთვის ის 43%-იც შეიძლება გახდეს საოცნებო, რაც ზუგდიდში მიიღეს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ