ირაკლი კობახიძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს

ირაკლი კობახიძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ის ყოველთვის აცდენილია არჩევნების შედეგებს.

“ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ მთავარი სოციოლოგიური კვლევა არის არჩევნეები. არჩევნები გუშინწინ ჩატარდა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის 61%-ის მხარდაჭერა მიიღო.

ყოველთვის არის ხოლმე აცდენილი  გარკვეული რეიტინგები არჩევნების შედეგებს, არ ვიცი ამას რა მიზეზი აქვს. მთავარი სოციოლოგიური კვლევის- არჩევნების თანახმად „ქართულ ოცნებას“ აქვს 61% -იანი მხარდაჭერა. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი ძალიან დიდი ცდომილება აქვს ამ კვლევას, შესაბამისად, სხვა მონაცემებზეც არ ვიცი რამდენად შეიძლება ღრმად მსჯელობა”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.