თბილისელმა ბიჭმა მაღალი სართულიდან კუ სპეციალურად ისროლა

თბილისელმა ბიჭმა მაღალი სართულიდან კუ სპეციალურად ისროლა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ბიჭი მაღალსართულიანი კორპუსიდან კუს აგდებს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყებაში განაცხადეს, რომ ვიდეოში ასახული პირები იდენტიფიცირებულები არიან და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.