როდემდე გაგრძელდება უამინდობა - მთელი კვირის პროგნოზი

როდემდე გაგრძელდება უამინდობა - მთელი კვირის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში კვირის ბოლომდე, ანუ 26 მაისის ჩათვლით, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში და თბილისში მოსალოდნელია წვიმა.

მაისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, მაგრამ 22-23 მაისს ისევ დროგამოშვებით იწვიმებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 ფარგლებში იქნება.

თბილისში დღეს მთელი დღე იწვიმებს, 22-23 მაისს ნალექი, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებშია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 22-23 მაისს +25, +27 გრადუსი იქნება.