დიდი ალბათობით , “ოცნება” მესამე ვადით შეძლებს ხელისუფლებაში დარჩენას

დიდი ალბათობით , “ოცნება” მესამე ვადით შეძლებს ხელისუფლებაში დარჩენას

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის ანალიზით, “ქართული ოცნების” მიერ, 19 მაისს, შუალედურ არჩევნებში მიღებული შედეგებით, შესაძლოა გარკვეული პროგნოზის გაკეთება, რომ 2020 წელს კვლავ გაიმარჯვებს, რაც იქნება პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა სამი ვადით მართავს ქვეყანას.

“საპარლამენტო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე ამ შედეგის დადება ნიშნავს, რომ “ოცნება” დიდი ალბათობით იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც მესამე ვადით შეძლებს ხელისუფლებაში დარჩენას. იმდენი იძახეს “ოცნებაზე” უსუსურიაო, საბოლოო ჯამში ოპოზიცია აღმოჩნდა უუნარო თავის სასარგებლოდ შეცვალოს პოლიტიკური რეალობა ამხელა საპროტესტო ელექტორატის ფონზე.” – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.