"შენების მოძრაობა" ემზადება "ქართული ოცნების" დამარცხებისთვის

"შენების მოძრაობის" ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ის და მისი თანამოაზრეები "ქართული ოცნების" დასამარცხებლად ემზადებიან, თუმცა არა მიხეილ სააკაშვილთან ერთად.

"მე ვიცი „შენების მოძრაობის“ გეგმები. ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის და ზუსტად ვიცით, რომ სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი, ესაა ფუჭი ოცნება.

ჩვენ კი "ოცნება“ გვყავს დასამარცხებელი. ბოლო აქცია, რომელშიც სააკაშვილთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ეს იყო 2003 წლის ნოემბერი, "ვარდების რევოლუცია“ რომ ერქვა.

მას შემდეგ, 15 წელია, მასთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვგეგმავ", - განუცხადა "2020NEWS"-ს დავით უსუფაშვილმა.

სოციალისტი უსუფაშვილო, მეგობარო, ბატონო უსუფაშვილო! ომია შე კაცო ვიღაცის დასამარცხებლად რომ ემზადები? მართლა საომარი გგონია ეს წალკოტი საქართველო? საბრძოლველად ნუკი ემზადები, მიდი ჯერ რამე გააკეთე თუნდაც მცირე, ოღონ აბსტრაქტული კი არა , რეალური, ხელჩსაჭიდებელი. თუ ამისათვის სახსრები არ გაქვს მიდი მოიზიდე, მონახე ინვესტორი თქვენ სიტყვას რომ ენდობა! კაცი 4 წელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყავი, გარკვეულ ავტორიტეტს ხომ ხედავ საკუთარ თავში, ჰო და ... სიკეთის გასაკეთებლად მცირე ინვესტიციის მოძიება მაინც არ უნდა გაგიჭირდეს! ბოლო - ბოლო თუ თანხებს ვერ იშოვი ახლა ამ ზღვის სეზონზე "სპასატელად" იმუშავე ან ქობულეთში ან მალთაყვაში. ვინმე ერთი მაინც წყალწაღებული გადაარჩინე! თითონაც დაგიმადლებს და ხალხშიც კეთილის მქნელის სახელი გაგივარდება. მერე იქნებ ააცილო იმ 0,5% რეიტინგს?!
5 წლის უკან
სოციალისტი კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა, საიდანღაც, ლომის უკანალიდან გამოღებული მილიარდები დაახარჯა საქართველოს კეთილდღეობას, ასიათას გაჭირვებულ კაცს უანგაროდ დაეხმარა, ააშენა და რა ააშენა, სასწაული და ედემი. უსასყიდლოდ აჩუქა ყველაფერი სამშობლოს! თქვენ პირადად, ან ვინმე სხვას, ვინც მის დამარცხებაზე და წაქცევაზე ოცნებობთ რა გაგიკეთებიათ თქვენი ოჯახის სიკეთის გარდა?! ჩვენ არ ვიცით! თუ გაქვთ რაიმე სასახელო და საამაყო გაკეთებული თქვით, ნუ მოგერიდებათ!
5 წლის უკან