“თავს ვერ იკავებს” –

“თავს ვერ იკავებს” –

ექსპერტი მამუკა არეშიძე “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაა ნიკანორ მელიას მოუწევს, რადგან ის, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკშვილისგან განსხვავებული პოზიციებით გამოირჩევა.

მისვე თქმით, მელიას პარტიიდან თანამოაზრეებიც გაჰყვებიან. “ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის პარტია. აქედან გამომდინარე, ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის კურსის წინააღმდეგები არიან, პარტიიდან ან გადიან და ახალ პოლიტიკურ გუნდს ქმნიან ან საერთოდ იკარგებიან.

თუ ნიკა მელიამ პარტიაში საკუთარი კურსით “შიდა გარჩევები“ განაგრძო, მაშინ მას აუცილებლად მოუწევს პარტიიდან წასვლა, თან თანამოაზეებთან ერთად. შეიძლება ის ისე წავიდეს, როგორც თავის დროზე გიგა ბოკერია წავიდა. ნიკა მელიას გასვლა პარტიისთვის სერიოზული დატყმა იქნება, მაგრამ “ნაცმოძრაობის“ წევრები და ლიდერები ამასაც შეურიგდებიან.

ამ პარტიაში მთავარია მიხეილ სააკაშვილის დიქტატი. როგორც მიხეილ სააკაშვილს უნდა, ყველაფერი ისე იქნება. ვინც მის წინააღმდეგ წავა, ჩათვალეთ, რომ პარტიიდან გაგდებული ან საკუთარი ნებით წასულია.

ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსის დასახელების გამო, ნიკა მელიას უკვე ჰქონდა სურვილი თანაგუნდელებთან შეკამათების, მაგრამ მაშინ, რამდენადაც ვიცი, პარტიის ლიდერებმა მკაფიოდ გააფრთხილეს და უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჭკუით არ მოიქცეოდა, პარტიიდან გაირიცხებოდა.

მაშინ მელიამ საკუთარი საქციელი მოთოკა და თავის სიტყვები უკან წაიღო. როგორც ჩანს, ახლა თავს ვერ იკავებს და გარკვეულ ნაბიჯებზე მიდის“,- განაცახდა არეშიძემ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პარტიას დატოვებს