“ეს გამარჯვება მართველი პარტიისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა”

“ეს გამარჯვება მართველი პარტიისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა”

“ეს გამარჯვება, მართველი პარტიისთვის დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა.. ჩვენ, გეგა შენგელიასთან ერთად ზუგდიდს უკეთეს გავხდით…” – ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელი დედაქალაქის საკრებულოში ირაკლი ზარქუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“ზუგდიდმა გაიმარჯვა!!! კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ამ დიდი ნდობისთვის ადგილობრივებს. განსაკუთრებით მინდა მოვეფერო სოფელ კოკის, ორსანტიას და ხურჩას ოცნების აქტივისტებს და მაცხოვრებლებს, ამ საოცრად თბილ და ენერგიულ ხალხს, რომელთაც მიუხედავად “ნაცების” მხრიდან ბევრი პროვოკაციის მცდელობისა, სიმშვიდით და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამარჯვება მოიპოვეს ყველა საარჩევნო უბანზე. ეს გამარჯვება, მართველი პარტიისთვის დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა.. ჩვენ, გეგა შენგელიასთან ერთად ზუგდიდს უკეთეს გავხდით…” – წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.

ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში დათვლილია, ყველა, 107-ვე საარჩევნო უბანი.

აღნიშნული უბნების მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი შენგელია ხმათა 54.18 პროცენტით (30 470) იმარჯვებს.

ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სანდრა რულოვსს ხმათა 42.84 პროცენტი (24 095) აქვს.

სხვა კანდიდატებმა ერთ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს.

ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 46.88 პროცენტი შეადგინა.