მარჯანიშვილის ქუჩაზე, გეგმიური სხვლა ფორმირება ჩატარდა

მარჯანიშვილის ქუჩაზე, გეგმიური სხვლა ფორმირება ჩატარდა

ჩუღურეთის რაიონში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხე-მცენარეებს გეგმიური სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა. ხის ტოტები გარე განათებისა და საგზაო ნიშნების ხილვადობას ხელს უშლიდა. ასევე, აზიანებდა საცხოვრებელი სახლების ფასადებს. სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, „ემ ენ ბილდინგმა“ შეასრულა. პროექტის ღირებულება 7 000 ლარია.