მამუკა მდინარაძე : მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს მოუწია აღიარება , რომ მაიამიში მრავალ მილიონიანი ქონება მათ ეკუთვნით

მამუკა მდინარაძე : მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს მოუწია აღიარება , რომ მაიამიში მრავალ მილიონიანი ქონება მათ ეკუთვნით

რამდენიმე კვირიანი დუმილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს მოუწია აღიარება , რომ ეს მრავალ მილიონიანი ქონება მათ ეკუთვნით ნამდვილად, ოღონდ რამდენიმე კვირა იფიქრეს ამაზე და ეხლა მოიფიქრეს ახალი პიარ სტრატეგია , რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია,  თითქოს ბინა ეკუთვნის მის ბიძას და არა მას.

ერთადერთი ეს იყო რაც მოიფიქრეს იმიტომ, რომ იმდენად უტყუარი ინფორმაცია აღმოჩნდა , ფაქტი შეძენის ნამდვილად ვერ უარყვეს. მრავალ მილიონიანი ქონება მაიამიში, რომელიც ეკუთვნის ყოფილ პრეზიდენტს , რომელიც თავს გვაცოდებს, რომ ფული არ აქვს და ევროპაში ხალხს ეხვეწება, რომ რაღაც გროშები ჩაურიცხონ , რომ კამპანია აწარმოოს , ეს რას ნიშნავს ალბათ ხალხმა უნდა განსაჯოს და ამას ლაპარაკიც არ ჭირდება.

აქ არის ყველაფერი ხელის გულზე, ყველაფერი ნათელია და ამას მიხეილ სააკაშვილის ცრემლები ვეღარ უშველის . არის ფაქტიურად უტყუარი დადასტურებული ფაქტი , რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული ეს არის მარტივი კითხვა, რომელზეც საზოგადოებას ექნება თავად პასუხი.