რა წერია წერილში, რომელიც 9 წლის ბიჭმა გიორგი გახარიას მიწერა

რა წერია წერილში, რომელიც 9 წლის ბიჭმა გიორგი გახარიას მიწერა

სოციალურ ქსელში ვრცელდება წერილის ფოტო, რომლის ავტორიც 9 წლის დაჩი გულუაა.

პატარა ბიჭი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას წერილს უგზავნის. წერილის შინაარსით, 9 წლის ბიჭის სურვილია, რომ საგზაო ნიშნებზე გენდერული ბალანსი იყოს დაცული და მასზე მხოლოდ მამრობითი სქესის პირები არ იყვნენ გამოსახული.

„ბატონო გიორგი მე ვარ დაჩი გულუა 9 წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ქალები შეუმჩნეველი დაგვრჩა, ქალაქში კაცები და ქალები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ" , - წერს შს მინისტრს დაჩი გულუა.