51-ე საჯარო სკოლაში მოზარდები კვლავ დანებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

51-ე საჯარო სკოლაში მოზარდები კვლავ დანებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

51-ე საჯარო სკოლაში მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ სკოლის ეზოში მოხდა. ერთმანეთს მე-12 კლასელები დანებით დაუპირისპირდნენ.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები სკოლის ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.

რა გახდა კლასელებს შორის დაპირისპირების მიზეზი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს მანდატურს და განათლების სამინისტროს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ 51-ე სკოლაში მოხდა მოზარდებს შორის დაპირისპირება, რასაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხე ემსხვერპლა.