“ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე მელიას ინტერვიუს მოსმენაა”

“ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე მელიას ინტერვიუს მოსმენაა”

 “ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე მელიას ინტერვიუს მოსმენაა” – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა.

„მე არ მინახავს ნიკა მელიას განცხადება, სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენა. ყველას აქვს თავის არჩევანი და ყველა გააკეთებს თავის არჩევანს. მე მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნო ეს ქვეყანა“, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა “რუსთავი 2” – ის ეთერში აღნიშნა, რომ რევოლუციისკენ მოწოდება ოპოზიციის მხრიდან და შემდეგ უმოქმედობა, გამოიწვევს საზოგადოებაში სასოწარკვეთას.

„ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.