მანამ არაფერი აგტკივდეს სანამ

მანამ არაფერი აგტკივდეს სანამ "ქართული ოცნება“ 2020 წელს კიდევ დარჩეს ხელისუფლებაში

"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი შუალედური არჩევნების შეფასების გამო, ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს უპირისპირდება.

"ესე იგი, ყველა სიბინძურე, გამყიდველობა, აგენტობა ხელისუფლების, ადამიანთა აზროვნებაზე აგრესია და სხვა მოვლენები რაც ქართულ, სულიერად დაცემულ ანალიტიკას, საექსპერტო სამყაროს გააჩნია, დღეისათვის კონცენტრირებულად თავმოყრილია ე.წ ანალიტიკოს, გაურკვეველი წამოშობის ლაგაზიძეში.

ქალბატონო ხათუნა, მანამ არაფერი აგტკივდეს, სანამ "ქართული ოცნება“ 2020 წელს დარჩება კიდევ ხელისუფლებაში. ეს პოსტიც კარგად დაიხსომე“, - წერს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ საქართველოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე, ამ შედეგის დადება ნიშნავს, რომ "ოცნება" დიდი ალბათობით, იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც მესამე ვადით შეძლებს ხელისუფლებაში დარჩენას.