შავგულიძის გამარჯვება სახელისუფლებო პირამიდას ჩამოშლის

შავგულიძის გამარჯვება სახელისუფლებო პირამიდას ჩამოშლის

19 მაისის არჩევნებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი აფასებს და აცხადებს, რომ შავგულიძის გამარჯვება, რომელიც რეალურია, სახელისუფლო პირამიდას ჩამოშლის.

"19 მაისი არჩევნები რაიმე განსაკუთრებული მოულოდნელობის გარეშე დამთავრდა. სუფთა რომ არ იქნებოდა არც ეს არჩევნები, ვიცოდით. ქოცებს ახალი არც არაფერი ჰქონიათ არსენალში, რაც ნაცებმა და იმათ მოქალაქეებმა დაუტოვეს, ის ამუშავეს - უბნებთან კოორდინატორების ჩათვლით.

მოსყიდვაც იყო და დაშინებაც... ასეთია პოსტსაბჭოტა საქართველოს საარჩევნო პრაქტიკა, მეორე ვადით ხელისუფლების მიწურულს ყველა ასე იქცეოდა და იქცევა. ამასთანავე, გახუნებულ წინამორბედებს მაინც მოუხდათ მარცხის აღიარება და მოქმედსაც მალე მოუწევს. პოსტსაბჭოთა საქართველოში ხელისუფლება იცვლება არჩევნებით!!! ერთი გამონაკლისი - 91-92 წწ. " საშობაო გადატრიალება" იყო კოშმარი და მსგავსს არც გეგმავს ვინმე და არც პერსპექტიულია. სამი ათეული წელია, გვესმის ერთმანეთზე აბსურდული ლოზუნგები: "ძირს ლიტვური გზა!", "ბოიკოტი საბჭოთა არჩევნებს"..

"ხელისუფლება( ედუარდი/ასლანი, მიშა, ბიძინა...) არჩევნებით არ წავა"....ხან გაზით დაწამვლაა, ხან კარვების ატანაა, ხან " ბელა ჩაოა"... ხელისუფლება ხან მომთმენია, ხანაც უაღრესად აგრესიული და მოძალადე. 19 მაისის არჩევნების მთავარი ოლქები რომ მთაწმინდა და ზუგდიდი იქნებოდა, ვიცოდით ყველამ. ზუგდიდში რომ ბიძინამ კვლავ მტრის ხატზე აგებული ტაქტიკა აირჩია და მიშაც რომ ამ ორპოლუსიანობას აჰყვა, ესეც დავინახეთ... ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები, რომ ბიძინა არჩევნებით არ წავა და საჭიროა ახალი, არასაარჩევნო გზის მოსინჯვა, უპერსპექტივო და წარმავალი ამოძახილია ( დაიმედებული აქტივისტების დაშოშმინება უფროა).

რამდენჯერ უნდა დავრწმუნდეთ ამაში, მოსაწყენიც კი გახდა. მოსალოდნელი იყო ზუგდიდში გაფორმებული შედეგი. გაცილებით მნიშვნელოვანია მთაწმინდის მოლოდინის გამართლება - მეორე ტური ხელისუფლებასა და ლიდერ ოპოზიციურ კანდიდატს შორის. სხვაობაც მხოლოდ 4%-ია: 41/37. 40%-იანი ნიშნული ხელისუფლების ზედა ზღვარია.. კვლავ ვნახეთ ეს მაჩვენებელი. ცხადია, საპარლამენტო არჩევნები ურბანულ ცენტრებში მაჟორიტარული ოლქების ნახევარია - თბილისში 22 ოლქი, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში-9..სულ 31.. ბევრ არაურბანულ ცენტრშიც იქნება კონკურენტული არჩევნები. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური ეფექურობით გამოყენება მიხრწნილ ხელისუფლებას გაუჭირდება. მთაწმინდაზე ოპოზიციური ხმების შეკრება უკვე დაწყებულია, მეორე ტურში გასაგრძელებელი და შესავსებია.

შალვა შავგულიძისგან "კაციჭამია ნაცის" გამოძერწვა შეუძლებელია. არანაცური წარმომავლობის კანდიდატი ნახელისუფლარი ოპოზიციის მიერ სწორად შერჩეული ტაქტიკაა მთაწმინდაზე ( მსგავს ოლქებშიც ივარგებს საპარლამენტოზე). შავგულიძის გამარჯვება იქნებოდა გარღვევა და იმ ლოდის გამოცლა სახელისუფლებო პირამიდისგან, რომელიც მას ჩამოშლის. ასე შევხედოთ ამ პროცესს და არა ვიწროპარტიული კლიშეებიდან. შალვა შავგილიძის გამარჯვება რეალურია.

ხელისუფლება ახლა გადაერთვება მთაწმინდაზე - გაზრდის საკუთარ ხმებს... ჩვენ კიდე უფრო მეტად უნდა გავზარდოთ და გავიმარჯვოთ. კვალიფიციური პოლიტიკა ასეთია, ჩემი აზრით. წარმატებები, შალვა!!! შენი წარმატება ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა იქნება საპარლამენტო არჩევნებზე. პოლიტიკაში ყველაფერი თვლითაა...მე ასე დავთვალე"- წერს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი.

 

სოციალისტი ვაა... მართლა?! თქვენ, შენ და შენ ძმას კი გინდათ საქართველო საერთოდ ჩამოიშალოს და აღარ იზრახებოდეს აქ ენა ქართული. გინდათ, რომ ლგბტ-ს ჯოგები დათქარუნობდნენ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, მაგრამ ვერ მოგართვით!!!
4 წლის უკან