ვინც ბრძოლას გაექცა და დაუკმაყოფილებელ ამბიციებზე დაბოღმილი, ჭკუას გვარიგებს, ყველაზე უღირსი ხალხია

ვინც ბრძოლას გაექცა და დაუკმაყოფილებელ ამბიციებზე დაბოღმილი, ჭკუას გვარიგებს, ყველაზე უღირსი ხალხია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებას ბრძოლიდან გაქცევად აფასებს. "შეიძლება ბევრი ვიდავოთ ბრძოლის მეთოდებზე, გზებზე, სწორ სამოქმედო გეგმაზე.

სრულიად არაორდინალურ ვითარებაში პოლიტიკური ბრძოლის წარმართვა არ არის ადვილი საქმე. მაგრამ ის ხალხი, ვინც ყველა ბრძოლას გაექცა და პირად, დაუკმაყოფილებელ ამბიციებზე დაბოღმილი, გამობობღდება და ჭკუის დარიგებას გვიწყებს, მაინც ყველაზე სამარცხვინოდ, უღირსი ხალხია.

ვინც ვიბრძვით, ბრძოლას ვაგრძელებთ, თუმცა შეიძლება ბევრი ვიკამათოთ - როგორ! თავისუფალი ხალხი ასეა და თავისუფლებისათვის რომ იბრძოლო, ჯერ შენში უნდა იპოვო ეს თავისუფლება“, - წერს სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერებს წინდაუხადევი განცხადებები არ უნდა გაეკეთებინათ. მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სავარაუდოდ, კრიტიკის ადრესატი მიხეილ სააკაშვილია.

სოციალისტი სალომე.... სად დაიკარგე შე სამგლე, შენა, კიდევ მირაჟში ხარ?! )))
4 წლის უკან