"მეორეკლასელი ოროსანი ბავშვის სტილში გაკეთებული თავის მართლებები საინტერესო არ არის"

ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე ექსორეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ ფეისბუქ პოსტს ეხმაურება:

მინდა მივმართო ე.წ. ბატონ სააკაშვილს, რომელმაც ეს პოსტი თავის გვერდზე დადო და ამით გვიმტკიცებს, რომ ფლორიდის ბინა მისი არ არის: ე.წ. ბატონო მიხეილ, მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია არა ფლორიდის ბინამ, არამედ თქვენი ოჯახის დამოკიდებულებამ იმ ქალბატონის მიმართ, რომლის ზუგდიდის მერად შემოტენვაც გსურდათ და არ გამოგივიდათ. ქალბატონი ქეთევანის ფრაზებით გამოჩნდა ყოფილი კანდიდატის ის თვისებები, რომელიც ღუღუნა ხმით ნამღერმა მეგრულმა სიმღერამ ვერ გადაფარა.

რაც შეეხება ფლორდაში ნაყიდი ბინის შესაძენი თანხების წარმომავლობას, ეს ნამდვილად არ არის საინტერესო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ნამდვილად არ იცის რუსულ სპეცსამსახურებში ხელფასების ოდენობა და არც ნიუ-იორკისა და ფლორიდის უძრავი ქონების ბაზრის ფასები აინტერესებთ.

ეგაა და ეგ და ამიტომ სულაც არ არის სანტერესო მეორეკლასელი ოროსანი ბავშვის სტილში გაკეთებული თავის მართლებები. მით უმეტეს, რომ უკვე დაგვიანებულია