მამუკა მდინარაძე:  გუშინდელი გამარჯვება ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების გამარჯვება იყო

მამუკა მდინარაძე: გუშინდელი გამარჯვება ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების გამარჯვება იყო

გუშინდელი გამარჯვება არ იყო მხოლოდ ქართული ოცნების გამარჯვება, ეს იყო ხალხის და ქართული საზოგადოების გამარჯვება. ხალხი ყოველთვის იღებს ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას . ისინი ხშირ შემთხვევაში კრიტიკულებიც არიან ჩვენს მიმართ , სამართლიანად კრიტიკულებიც, მომთხოვნებიც , მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე კარგად საზოგადოება არჩევს თეთრს და შავს.

ამიტომ,  მე მინდა მივულოცო ყველას , ყველა ამომრჩეველს . განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების ამომრჩევლებს , რომლებმაც კიდევ ერთხელ გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა,  მხარი დაგვიჭირეს და მათ გაიმარჯვეს გუშინდელ არჩევნებში.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას მათ, არ შეუძლიათ დესტრუქციის გარეშე და ერთმანეთს ეჯიბრებიან.  უკვე შიდა დაპირისპირებაა , რომელი მხარე უფრო დესტრუქციული იქნება. ეს შიდა დაპირისპირება ჩვენთვის ცნობილი იყო დიდი ხნის განმავლობაში . პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს პოლიტიკური მომავალი შეიქმნას დესტრუქციით და ტყუილით, ბუნებრივია პერსპექტივა ნაკლები აქვს და შანსი გამარჯვების ამ ქვეყანაში ნაკლები აქვს,  მათი წარსულისა და მათი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით .

ჩვენმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს ყველა ოლქში. ერთადერთი ოლქი იყო მთაწმინდა,  სადაც საჭირო გახდა მეორე ტური, რომ იქაც დამაჯერებლად გავიმარჯვოთ .

გუშინ საკმაოდ დაბალი აქტივობა იყო და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა ქართული ოცნების კანდიდატმა . დარწმუნებული ვარ , რომ კიდევ მეტი ძალისხმევით და ჩვენი საერთო ხალხის დამოკიდებულებით, როგორიც გამოიჩინეს სხვა ოლქებში გუშინ , ჩვენ საბოლოოდ გავიმარჯვებთ. ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად დაამარცხებს თავის კონკურენტს მეორე ტურში მთაწმინდის ოლქში.

ნაციონალურ მოძრაობას, მათი წარსულიდან და დღევანდელობიდან ტყუილებზე და დესტრუქციებზე აგებული გეგმებიდან გამომდინარე არც გამარჯვების შანსი აქვთ არასდროს ამ ქვეყანაში არჩევნებში და არც ამ დესტრუქციის ასრულების შანსი აქვთ იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ამაზე ადექვატურ პასუხებს სცემს ხოლმე, როგორც ეს გუშინ გააკეთა. აქედან გამომდინარე, მათი ასეთი დამუქრებების არავის არ ეშინია . სახელმწიფო არის შემდგარი , დემოკრატიული სახელმწიფო არის შემდგარი. მათ შორის მას აქვს უნარი , რომ პასუხი გასცეს ნებისმიერ პროვოკაციას.

მათ მრავალი მიზეზი გამოუჩნდებათ იმისთვის, რომ ერთმანეთს რაღაცეები დააბრალონ . შიდა განხეთქილება სახეზეა,  ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცით,  უბრალოდ დღეს ამოვიდა ზედაპირზე. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან დესტრუქციაში . მათ ამ  ქვეყანაში ძალიან ცუდი წარსული და ძალიან ცუდი გამოცდილება აქვთ. დღეს ისინი მხოლოდ დესტრუქციით და ტყუილებით ცდილობენ, რაღაცა საარჩევნო შედეგების დადებას და ბუნებრივია შედეგიანი ვერ იქნება და ამ მიმართულებით ისინი შედეგს ვერასდროს მიაღწევენ.