„იმედს“ უფრო მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე „რუსთავი 2-ს“ - NDI-ს ახალი კვლევა

„იმედს“ უფრო მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე „რუსთავი 2-ს“ - NDI-ს ახალი კვლევა

NDI-ს კვლევის მიხედვით, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის წყაროდ 32% ტელეკომპანია „იმედს" მიიჩნევს. 28%-ი „რუსთავი 2-ს ენდობა, ხოლო 4% - TV პირველს. მოსახლეობის 19% კი, არცერთ ტელეარხს არ ენდობო.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.